11 მაისიდან თბილისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება

ეს არ ნიშნავს რომ კომენდანტის საათი გაუქმდება”-ამის შესახებ, პრემიერმა, გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

” 11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. 11 მაისიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვა შემოსვლის და გასვლის მოიხსნება. ეს არ ნიშნავს რომ საკომენდანტო საათი გაუქმდება “-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომა გაიმართება, რომელზეც
ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად