11 კომპანიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 11 კომპანიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა.
 

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; 

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; 

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

თერთმეტივე კომპანიას წერილობით ეცნობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მათი საქმიანობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიები საქმიანობას ერთ წელზე გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში აღარ ახორციელებენ.

ეს კომპანიებია: შპს „მასტელი“, შპს „სპიდლაინი“, შპს „ვებზენი“, შპს „ახალი ტექნოლოგიები“, შპს „New Net“, შპს „გრინ-Green“, შპს „ვესტნეტი“, შპს „ნეტ სითი“, შპს „კომინეტ ავდ“,შპს „თბ სილქ როუდი“, შპს „დათე“", – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად