1070 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უნგრეთში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

უნგრეთის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საიტი, განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში უნგრეთში 1070 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 261-ით მეტი, ვიდრე გუშინ და 129-ით მეტი 18 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე.

ჩატარებულ 11877 ტესტში დადებითი პოსტების წილმა 9% შეადგინა.

განვლილ 24 საათში კორონავირუსი გარდაიცვალა 8 კაცი.

სულ, უნგრეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან შემდეგ, ინფიცირების 17990 (+1070) შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არის 683 (+8).

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა უნგრეთში 99.5-ის, ხოლო გარდაცვალებულთა კი 0.61-ის ტოლია.

უნგრეთში 30 აგვისტომდე კოვიდინფიცირების შემთხვევების მაქსიმალური დღიური რაოდენობა (210) 10 აპრილს იყო დაფიქსირებული. 30 აგვისტოს დაფიქსირებული ახალი მაქსიმუმის (290) შემდეგ კი კიდევ რვაჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად