106 კოვიდინფიცირებული 24 საათში – მალტა ანტირეკორდს ამყარებს

მალტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში, მალტაში ინფიცირების 106 შემთხვევა გამოვლინდა, 57-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში 106 კოვიდინფიცირების შემთხვევა მალტისთვის რეკორდულია და 28-ით აღემატება დღემდე არსებულს, დაფიქსირებულს 12 აგვისტოს (31 ივლისის 94 კოვიდინფიცირების შემთხვევიდან შემდეგში ამოირიცხა ხმელთაშუა ზღვაში ნავიდან აყვანილ მიგრანტთა შორის გამოვლენილი შემთხვევები და 7 აპრილს დამყარებული რეკორდი უცვლელი დარჩა 9 აგვისტომდე, კოვიდინფიცირების 54 შემთხვევის დაფიქსირებამდე).

სულ, მალტაში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 2560 და კორონავირუსით გარდაცვალების 16 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად