103 კოვიდინფიცირებული 24 სათში – ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

განვლილ 24 საათში ჩატარებული 247 ტესტიდან 41,7%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 103-ით გაიზარდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 1868 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსით გარდაცვლილია 15 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

სექტემბერში კოვიდინფიცირების 1128 შემთხვევა გამოვლინდა და ზრდამ აგვისტოსთან შედარებით 242% შეადგინა. დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა საშუალო აგვისტოში 8, ხოლო სექტემბერში 38 იყო.ოქტომბრის განვლილ 6 დღეში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 410 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეში, საშუალოდ, 68

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად