1022 კოვიდინფიცირებული 24 საათში – მოლდოვაში ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა

მოლდოვას ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში მოლდოვაში კოვიდინფიცირების 1022 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე 9-ით მეტი.

ინფიცირების 1022 შემთხვევა ჩატარებულ 3303 ტესტის შედეგად გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტირებულთა 30.9% აღმოჩნდა დაინფიცირებული.

ინფიცირებულთა შორის 86 მედიცინის მუშაკია.

განვლილ 24 საათში მოლდოვაში კორონავირუსით 32 წლიდან 87 წლამდე ასაკის 16 კაცი გარდაიცვალა.

სულ, მოლდოვაში კოვიდინფიცირების 54064 შემთხვევაა დადსტურებული, კორონავირუსით გარდაცვლილია 1336 კაცი.

ბოლო ორ კვირაში მოლდოვაში (მოსახლეობა 4031708) 9081 კოვიდინვიცირებული გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 161 კაცი. 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 225.2-ის ტოლია, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4,1-ის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით განვლილ 24 საათში ევროპის 5 სახელმწიფოში დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა. ეს ქვეყნებია: მოლდოვა, პოლონეთი, საქართველო, სლოვაკეთი და უკრაინა. გუშინ ანტირეკორდი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა: ლატვია, მოლდოვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია და უკრაინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად