1016 კოვიდინფიცირებული 24 საათში – თურქეთში ათასზე ნაკლები ინფიცირებული ბოლოს 1 თვის წინ დაფიქსირდა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ ბოლო 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში თურქეთში 1016 კაცი დაინფიცირდა და 21 გარდაიცვალა..
 
სულ, თურქეთში, 10 მარტიდან დღემდე  211 981 კაცია ინფიცირებული, ხოლო 17 მარტიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვლილია 5344 კაცი.
 
თურქეთში, კორონავირუსით ინფიცირების მაქსიმალური დღიური რაოდენობა – 5138 კაცი – 11 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღიდან მოყოლებული თითქმის ყოველდღიური კლების შედეგად, 2 ივნისს ინფიცირების შემთხვევები 786-მდე დავიდა, 12 ივნისის შემდეგ კი თურქეთში არცერთხელ არ დაფიქსირებულა ინფიცირების 1000-ზე ნაკლები შემთხვევა.
 
კორონავირუსით გარდაცვლილთა მაქსიმალური დღიური რაოდენობა თურქეთში 19 აპრილს დაფიქსირდა – 127 გარდაცვლილი. თითქმის ყოველდღიური კლების შემდეგ, 13 ივნისს 14 გარდაცვლილი დაფიქსირდა და დღემდე ეს მაჩვენებელი უფრო დაბალ ნიშნულზე აღარ ჩამოსულა – 15-დან 28-მდე ინტერვალში მერყეობს.
 
ინფიცირების შემთხვევების აბსოლუტური რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მე-15 ადგილზეა, ხოლო გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით მე-18 ადგილზე.
 
თურქეთში, კორონავირუსისგან სრულად განკურნებულთა რაოდენბა შეადგენს 193 217 კაცს, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 91,15 %-ია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად