1013 კოვიდინფიცირებული 24 საათში – მოლდოვა ევროპის მე-8 სახელმწიფოა, სადაც დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა

მოლდოვას ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში მოლდოვაში კოვიდინფიცირების 1013 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა 24 საათზე 178-ით და 26 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 145-ით მეტი.

ინფიცირების 1013 შემთხვევა ჩატარებულ 3472 ტესტის შედეგად გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტესტირებულთა 29,2% აღმოჩნდა დაინფიცირებული.

განვლილ 24 საათში მოლდოვაში კორონავირუსით 10 კაცი გარდაიცვალა.

სულ, მოლდოვაში კოვიდინფიცირების 53042 შემთხვევაა დადასტურებული, კორრონავირუსით გარდაცვლილია 1320 კაცი.

ბოლო ორ კვირაში მოლდოვაში (მოსახლეობა 4031708) 8681 კოვიდინვიცირებული გამოვლინდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 161 კაცი. 100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 215,3-ის ტოლია, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4,0-ის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით განვლილ 24 საათში ევროპის 8 სახელმწიფოში დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა. ეს ქვეყნებია: უკრაინა, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია, ლატვია, ნიდერლანდები, რუმინეთი და მოლდოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად