1001 ეკლესიის ქალაქი თურქეთში (ფოტორეპორტაჟი)

თურქეთში, საქართველოს და სომხეთის საზღვრების სიახლოვეს, 1001 ეკლესიის ქალაქი ანისი მდებარეობს. საუკუნეების წინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ იქ არავინ ცხოვრობს და ეკლესიები დანგრევის პირასაა. ქალაქში როგორც სომხური, ასევე ქართული ეკლესიებია განლაგებული.

961-1045 წლებში ქალაქი იყო სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი. აღნიშნული სახელმწიფო მოიცავდა თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში მდებარე სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც უზრუნველყოფდა მის ბუნებრივ დაცვას.

ანისს უწოდებენ 1001 ეკლესიის ქალაქს, მასზე გადიოდა რამდენიმე სავაჭრო გზა. ანისის შენობები, სასახლეები და ციხესიმაგრეები გამოირჩეოდა მხატვრული და ტექნიკური ღირებულებებით. თავისი განვითარების უმაღლეს ეტაპზე ქალაქში ცხოვრობდა 100 000-ზე მეტი ადამიანი და მეტოქეობას უწევდა კონსტანტინოპოლს, ბაღდადს და დამასკის.

1064 წელს ანისს თავს დაესხა თურქ-სელჩუკების სულთანი ალფ-არსლანი და 25-დღიანი ალყის შემდეგ აიღო ქალაქი. 1072 წელს სელჩუკებმა ანისი ქურთული წარმოშობის შედადიანების დინასტიას მიჰყიდეს. შედადიანები თავდაპირველად მშვიდობიან პოლიტიკას აწარმოებდნენ ანისის მიმართ, მაგრამ მას შემდეგ რაც შეუწყნარებლობა გამოიჩინეს ადგილობრივების მიმართ დახმარების თხოვნით მიმართეს საქართველოს მეფეს დავით აღმაშენებელს, რომელმაც აიღო კიდეც ქალაქი 1124 წელს და გაათავისუფლა შედადიანებისაგან. ანისის ქართველებმა კვლავ გაათავისუფლეს 1161 და 1174 წლებში, თუმცა მას ისევ შედადიანები იბრუნებდნენ. 1199 წელს ქართველთა მეფე თამარის ჯარმა აიღო ანისი, შედადიანები გააძევა და მის მმართველებად დანიშნა ზაქარია და ივანე მხარგრძელები.

ქალაქი ანისი 1319 წლის მიწისძვრის შედეგად განადგურდა. ანისზე ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთთან სომხეთს დღემდე აქვს.

ფოტორეპორტაჟის წყარო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...