საუკუნის ქალბატონი, რომელიც 8 შვილის დედა, 20 შვილიშვილის და 47 შვილთაშვილის ბებიაა(ვიდეო)

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო “100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა მატერიალური დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. ხანდაზმულ მოქალაქეებს თავდაპირველად 500 ლარი ერიცხებოდა, 2014 წლიდან ხანდაზმულების საჩუქარი 1000 ლარამდე გაიზარდა.

ამჟამად აჭარაში 100 წელს გადაცილებული 27 მოქალაქე ცხოვრობს. მიმდინარე წლის განმავლობაში კი, 100 წელი 34 მოქალაქეს შეუსრულდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთნ ზაალ მიქელაძსთან და შუახევის მერთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოფელ ფურტიოში მცხოვრები ასიე მახარაძე მოინახულა, რომელსაც დღეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონი 8 შვილის დედა, 20 შვილიშვილის და 47 შვილთაშვილის ბებიაა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში ასიე მახარაძეს 1000 ლარი გადასცა. იუბილარმა სიმბოლური საჩუქარი მერიისგანაც მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად