100-მდე მეხანძრემ 10 საათიანი მუშაობის შედეგად, ლაგოდეხში ხანძრის ლოკალიზება მოახერხა

ინფორმაცია "აიპრესს" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა,კახა ჯამბურიამ დაუდასტურა.

"ხანძრის საბოლოო ლოკალიზება მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინ შეძლეს, თუმცა ამ დროისთვის ადგილზე ორი ბრიგადა რჩება, რათა ხელახალი აალების შემთხვევაში დროულად მოხდეს ხანძრის კერის განეიტრალება"- განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას კახა ჯამბურიამ.

ცნობისთვის, ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შეერთების მიმდებარე ტერიტორიაზე დღის პირველ ნახევარში გაჩნდა და მის ლოკალიზებას დაახლოებით 10 საათის განმავლობაში ასზე მეტი მაშველი ცდილობდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...