10 უკრაინელი ბავშვი მკურნალობას ქუთაისში აგრძელებს

10 უკრაინელი ბავშვი, რომლებსაც მწვავე ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ, მკურნალობას ქუთაისში, კლინიკა “ელჯიდა კომპანიაში” აგრძელებს.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შეგახსენებთ, რომ ბავშვები მწვავე ინტოქსიკაციით ზუგდიდის რეფერალური კლინიკიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გადმოიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...