10 წლის ქართველი გოგონა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალშია

პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე წერს და მისი შვილის, სოფოს მიერ ამ კონკურსში მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს.

“მშობლებისთვის უფრო სასიხარულო რა უნდა იყოს:

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ლიტერატურული ტექსტებისთვის. კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქეს (ბავშვს) შეუძლია. წელს კონკურსის თემა იყო “მეგობრობა საზღვრებს გარეშე”.

ჰოდა, სოფომ (10 წლისაა) გააგზავნა მისი დაწერილი ტექსტი გერმანულ ენაზე. ტექსტში აღწერა მისი მეგობრობა რუმინელ გოგოსთან, რომელიც სოფოს თანაკლასელი იყო, თუმცა, საქართელოში ოთხი წლის ყოფნის შემდეგ, მოუწია სამშობლოში დაბრუნება. ამის მიუხედავად, მეგობრობა და ერთმანეთთან მიმოსვლა გრძელდება: სოფომ საშასთან ბუქარესტში გატარებული დღეები და, ზოგადად, მასთან მეგობრობა ტექსტად აქცია.

ორი დღის წინ მივიღეთ წერილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გვატყობინებენ, რომ სოფო 500 კანდიდატს შორის ფინალში გავიდა და გამარჯვებული გამოვლინება 18 აგვისტოს, ბერლინში, საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბედად, ეს თარიღი გერმანიაში ჩვენს ყოფნას ემთხვევა. ჰოდა, დავესწრებით ამ ღონისძიებას მთელი ოჯახი და ვუგულშემატკივრებთ ამ კარგ გოგოს!”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად