10 თვეში ქრთამის აღების 103 დანაშაულია რეგისტრირებული

შსს-ს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ, ქრთამის აღების 103 დანაშაულია რეგისტრირებული. 

აქედან გახსნილია 59 საქმე, რაც გახსნილი დანაშაულის 57,28%-ს შეადგენს. 

2014 წელს კი 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე ქრთამის აღების 69 დანაშაულია რეგისტრირებული. აქედან გახსნილია 36, რაც გახსნილი დანაშაულის 52,17%-ს შეადგენს. 

შსს-ს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელთან შედრებით 2015 წელს ქრთამის აღების დანაშაული 34-ით გაიზარდა. რაც პროცენტული მაჩვენებლით 49,28%-ით მეტი დანაშაულია. 

შეგახსენებთ, 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 29 500 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17 211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 58.34%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.89%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად