10 სექტემბერს კომპანია GWS-მა 40 წლის იუბილე აღნიშნა

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ GWS-მა კვირას, 10 სექტემბერს 40 წლის იუბილე აღნიშნა. 

იუბილესთან დაკავშირებით კომპანიამ მედიატური მოაწყო, რომელზეც სტუმრები ქარხნის ისტორიასა და ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ. 

სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს კომპანიის ტერიტორიაზე ქვევრისა და კასრის სახლები. აქვე მოეწყო რამდენი სახის ღვინის დეგუსტაციაც. გარდა ამისა, მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ სოფელ აკურაში მდებარე კომპანია GWS-ის ვენახი.

იუბილეზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი, რომლის განცხადებით GWS ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც თამაედროვე ღვინის წარმოებაზე გადაერთო და მას აქტიურ პოპულარიზაციასაც უწევს. 

"GWS არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვინც გადაერთო თანამედროვე ღვინის წარმოებაზე. უკვე 20 წელია, რაც აქტიურად მუშაობს და ქართული ღვინის სახელს პოპულარიზაციას უწევს",- აღნიშნა სამანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად