10:00 საათის მონაცემებით, ხულოში 2100-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი

10:00 საათის მონაცემებით, ხულოში 24 ათას 123 ამომრჩევლიდან 2100 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც პროცენტულად 8,7% შეადგენს.

ხულოში ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, დაწერილია სულ ორი საჩივარი.

ხულოში ამ დროისთვის 3 საჩივარი დაიწერა, სამივე საჩივარი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დაწერა.

საჩივრის ავტორის თქმით, #5 საარჩევნო უბანზე, ცესკოს წარმომადგენელმა მას მიმართულება მისცა, რაც დარღვევაში ჩაუთვალეს, ხოლო მეორე საჩივარი #54 საარჩევნო უბანზე დაიწერა, რაც გადაღებასთან იყო დაკავშირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...