11 საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს

36 წლის ზვიად თავდგირიძე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს, ის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაშ გადაიყვანა.

დაშავებული კაცია და ის ნანგრევებიდან ამოყვანისას კონტაქტური იყო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს.
შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. სამაშველო ოპერაცია ბათუმში უკვე 11 საათია გრძელდება.
მაშველებმა ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს, მანამდე კი შენობის წინ მდებარე ავტომობილიდან მცირეწლოვანი ბავშვი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი დღეს დილით ჩამოინგრა.
whatsapp sharing button

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით: ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომალური ინფორმაციით : ბათუმში შეიძლება ნგრევა სამშენებლო სამუშაომ გამოიწვია და მიზეზი საყრდენი კედლის გამოცლა გახდა

ამ დრომდე ადგილზე მუშაობენ მაშველები და სამაშველო ტექნიკა.

კომენტარები
იტვირთება...