A1 ბანერი

10 ყველაზე მდიდარი სპორტული კლუბის მფლობელები

ესპანურენოვანი პორტალი as.com-ის სპორტული კლუბების 10 ყველაზე მდიდარ მფლობელს ასახელებს

10. 8,7 მლრ $ – ენოს სტენლი “სტენ” კრონკე, დაიბ.1947წ ამერიკელი ბიზნესმენი . საკალათბურთო კლუბი “დენვერ ნაგეტსი”, სკ “კოლორადო რაპიდსი”და ჰოკეის კლუბი “კოლორადო ეველანში”, “არსენალის” ერთ-ერთი ძირითადი აქციონერი და ამერიკული ფეხბურთის გუნდის “ლოს ანჯელეს რემსის” 40%-ის მფლობელი.

9. 8,9 მლრ $ – მიკი არისონი, დაიბ.1949წ ისრაელელ-ამერიკელი ბიზნესმენი, საკალათბურთო კლუბ “მაიამი ჰიტის” მფლობელი

8. 9.8 მლრ $ – მიხეილ პროხოროვი, დაიბ.1965წ საკალათბურთო გუნდის “ნიუ ჯერსი ნეტსის” მფლობელი

7. 10.9 მლრ $ – ფილიპ ანშუტცი, დაიბ.1939წ ამერიკელი ბიზნესმენი, ამერიკის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლიგის თანადამფუძნებელი, “ლა კინგსის” (ჰოკეი) და “ლა გალაქსის” (ფეხბურთი) მფლობელი, ლონდონის მრავალფუნქციური 02 არენის აქციების მფლობელი.

6. 11.6 მლრ $ – დევიდ ტეპერი, დაიბ.1957წ ამერიკელი ბიზნესმენი, ამერიკული ფეხბურთოს კლუბის “პიტსბურგ სტილერზის” 5%-იანი წილის მფლობელი, ამერიკული ფეხბურთის კლუბის “კაროლინა პანტერზის” მფლობელი

5. 12.4 მლრ $ – რომან აბრამოვიჩი, დაიბ. 1966წ ისრაელელ-რუსი ბიზნესმენი, დაიბ. 1966წ ლონდონის “ჩელსის” მფლობელი

4. 13,5 მლრ $ – ჰასო პლატნერი, დაიბ.1944წ გერმანელი ბიზნესმენი ჰოკეის კლუბის “სან ხოსე შარკის” მაჟორიტარი აქციონერი

3. 18.9 მლრ $ – დიტრიხ მატეშიცი, დაიბ. 1944წ ავსტრიელი ბიზნესმენი, “რედ ბულის” ერთ-ერთი ძირითადი დამფუძნებელი, საფეხბურთო კლებების :რასენბაკსპორტი” ლაიფციგი და :ზალცბურგი” ზალცბურგის მფლობელი, ფორმულა 1-ის გუნდების “რედ ბულ რესინგი”, “ტოპო როსო” და ბრენდ რედ ბულის სახელით მოასპარეზე სხვა სპორტული კლუბები

2. 41,2 მლრ $ – სტივ ბალმერი, დაიბ. 1956წ ამერიკელი ბიზნესმენი საკალათბურო კლუბ “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” მფლობელი

1. 50 მლრ $ – მუკეშ ამბანი დაიბ. 1957წ, ინდოელი ბიზნესმენი, ინდოეთის კრიკეტის გუნდის “მუმბაი ინდიანს” მფლობელი, ინდოეთის საფეხბურთო სუპერ ლიგის დამაარსებელი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...