10 ოქტომბერს ”ქართული გალობა” მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ ”შემოქმედის” პირველ აუდიო ალბომს წარადგენს

10 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ გამართავს მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის“ პირველი აუდიო ალბომის წარდგენას. 

მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „შემოქმედი“ შემოქმედის ეპარქიის საკათედრო ტაძრის სამეუფეო გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი, 2007 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტის – იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. 2014 წლიდან ანსამბლს რამდენიმე გამოცდილი მომღერალი დაემატა და წევრებმა ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა, უძველესი ვარიანტების მოძიება-აღდგენაც დაიწყეს. ამ პერიოდიდან „შემოქმედი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის სახელითაც აგრძელებს საქმიანობას.

„შემოქმედის“ მიზანი ქართული საეკლესიო გალობის, უპირატესად, ადგილობრივი – შემოქმედის სკოლის ნიმუშების შესწავლა, ღვთისმსახურებაში დაბრუნება და ძველი გურული სიმღერების მომავალი თაობისათვის გადაცემაა. 

ანსამბლი წარმატებით გამოდის ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საღამოებზე, მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში; 2015-16 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე „შემოქმედი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა -ნომინაცია: „ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად