10 ოქტომბერს ჩატარებულ ერაყის საპარლამენტო არჩევნებში აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილმა ქალმა გაიმარჯვა

ერაყში დასრულებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში თვენახევრის წინ გარდაცვლილმა ქალმა გაიმარჯვა

ამ კვირას გამოქვეყნებულ ერაყის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებულთა სიაში სხვებთან ერთად დამოუკიდებელი კანდიდატის, ანსამ მანუელ ისკანდარის გვარიც იყო. მან 2397 ხმა მიიღო და კვოტების სისტემის შესაბამისად ქვეყნის ქრისტიანული თემისთვის გამოყოფილი ხუთიდან ერთი ადგილი მოიპოვა.
 
ანსამ მანუელ ისკანდარის გამარჯვებამ ირანის საზოგადოებაში თავდაპირველად გაკვირება, შემდეგ კი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი და არჩევნების ფალსიფიკაციაში მისი დადანაშაულება გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ისკანდარი ზაფხულში კორონავირუსით დაინფიცირდა და საავადმყოფოში მოხვდა. თვეზე მეტი ხნის მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და 24 აგვისტოს იგი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახმა ფეისბუქზე განმარტა, რომ ისკანდერი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მისი ბიულეტენიდან ამოღება ტექნიკური მიზეზით ვერ მოხერხდა. ამომრჩეველთა ნაწილმა ისკანდარის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა, ნაწილმა, ძირითადად, მეგობრებმა და ნაცნობებმა კი გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალს მისი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად მისცა ხმა.

ანსამ მანუელ ისკანდარის ნაცვლად პარლამენტის დეპუტატი მის მომდევნო ადგილზე გასული კანდიდატი გახდება.

არაბული პრესის ცნობით, 10 ოქტომბერს დასრულებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდულად მცირე რაოდენობამ, 41%-მა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები
იტვირთება...