10 მედალი ერთ დღეში – ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

დღეს მინსკში, ევროპული თამაშების მეორე დღეს წარმატებით მოასპარეზე ძიუდოისტებს და სამბისტებს კარგად აუბეს მხარი ჩვენმა სამბისტმა ქალებმა, ელენე ქებაძემ (80კგ) და ნინო ოძელაშვილმა (72კგ)

ნინო ოძელაშვილმა აშკარა უპირატესობით დაამარცხა მეოთხედფინალში ლორენა-ალექსანდრა პოდელენსკი 9:0, ნახევარფინალში კი ნახევარფინალში ფრანგი კამილა ლაროზი – 8:0 და ფინალში მასპინძელ ანჟელა ჟილინსკაიას შეხვედრის დასრულებამდე 1 წუთი ადრე უგებდა, რა დროსაც მაყურებლებისთვის და კომენტატორებისთვის სრულიად აუხსნელ სიტუაციაში, მსაჯმა მასპინძელს, ისე, რომ მას ილეთი არ შეუსრულებია, აუწია ხელი გამარჯვების ნიშნად.

ქებაძემ მეოთხედფინალური შეხვედრა შეხვედრა რუს ანა ბალაშოვას მოუგო, ნახევარფინალში ფრანგი ელენა შირაკი დაამარცხა, ფინალში ფინალში უკრაინელ ანასტასია საპსაისთან დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

ამრიგად ევროპული თამაშების მეორე დღეს, ქართველმა სპრტსმენებმა 10 მედალი მოიპოვეს:

ოქრო – ლუხუმ ჩხვიმიანი, ვახტანგ ჩიდრაშვილი, დავით ლორიაშვილი

ვერცხლი – ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე და მინდია ლილუაშვილი

ბრინჯაო — ბექა ბერულავა,ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

მასალა მომაზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...