10 მაისს ჯივიპი კანდელაკის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა კანდელაკის ქუჩაზე სრულად განაახლა 3 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალსადენი. წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ახალ სისტემაზე თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურული ელემენტები დაამონტაჟა.
კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ, 10 მაისს განახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ,  10 მაისს დილის 10:00 საათიდან 11 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში: კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების ნაწილს, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს,
ალ.ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს.

სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...