10 ივნისს კონსერვატორია კონცერტს სახელწოდებით „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ უმასპინძლებს

10 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი-გამოფენა „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები და ეთნოგრაფიული გამოფენა.

2017 წლიდან გალობის უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ხორციელდება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს რეგიონებში არსებულ გუნდებთან იმუშაონ ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე.

სცენაზე გაცოცხლდება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერები, რომლებიც დაცულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის არქივებში. ჭვანის ხეობაში ადგილობრივი ტრადიციული სიმღერების აღდგენაზე იმუშავეს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ნათია აზარაშვილი, ნინო რეხვიაშვილი, ილია ხვიჩია და გიორგი ჯოლბორდი. ხელმძღვანელი: თეონა რუხაძე. პროექტის კოორდინატორი – ნინო რაზმაძე
ღონისძიების ორგანიზატორები არიან გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი, საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“,  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი.

მხარდამჭერები: თსკ-ის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი,  თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მეღვინეობა „შილდა“

ეთნოგრაფიული გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე
კონცერტის დასაწყისი 19:00 საათზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად