10 გარდაცვლილი და 548 ინფიცირებული 24 საათში – აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 6-ით მეტი.
სულ, აზერბაიჯანში, 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 22 464 კაცს. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ მილიონი მოსახლეზე 2 230-ია.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 10 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 1-ით მეტი. აზერბაიჯანში პირველად დაფიქსირდა დღის განმავლობაში კორონავირუსით 10 კაცის გარდაცვალება.

სულ, 12 მარტიდან დღემდე, გარდაცვლილია 284 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,26%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 28,2

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 491 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 13 591 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 60,50%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 589 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 544 735 ტესტი – 54 078 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად