10 დღიანი სლოკინის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქრონიკული სლოკინის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ბიბისი წერს, პრეზიდენტის მდგომარეობა მას შემდეგ გახდა საგანგაშო, რაც 10 დღის განმავლობაში სლოკინი არ გაჩერებია.

როგორც თავად ბოლსონარი წერს “ტვიტერზე”, თუ ღმერთი ინებებს, ის მალე გამოეწერება საავადმყოფოდან. ექიმები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მას ნაწლავების პრობლემა ჰქონდეს და არ გამორიცხავენ, ეს კავშირში იყოს 2018 წელს პრეზიდენტის დაჭრასთან.

შეგახსენებთ, რომ ბოლსონარუ 2018 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს დაჭრეს, რის გამოც მას არაერთი ოპერაცია გაუკეთეს.

კომენტარები
იტვირთება...