10 დეკებერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღების შემდეგ დაწესდა.

უკვე 54 წელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვა. მართალია საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია. დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში  1976 წელს შევიდა.

საქართველოში არსებული არასმათავრობო ორგანიაციები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობენ დღეს სხვადასხვა აქტივობებ გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტი კი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად