10 აპრილს 17:00 სთ-დან ქვედა სიმონეთის მონაკვეთზე გზის ორ ზოლიანი მოძრაობა გადაერთვება ერთ ზოლში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ215+700 (ქვედა სიმონეთი, E60 მაგისტრალის აღმოსავლეთ მიმართულება), 2021 წლის 12 აპრილიდან იწყება დაზიანებული გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ორ ეტაპად.

რის გამოც, დღეს, 10 აპრილს 17:00 სთ-დან, გზის ორ ზოლიანი მოძრაობა გადაერთვება ერთ ზოლში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...