10 561 კოვიდინფიცირებული 24 საათში – საფრანგეთის ახალი ანტირეკორდი

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 10561 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც გუშინდელზე 1155-ით და გუშინწინდელ, რეკორდულ რაოდენობაზე (9483) 1078-ით მეტია.

 

განვლილ 24 საათში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევები ჩატარებული ტესტების 5,4%-ს შეადგენს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა განვლილ 24 საათში 17-ით გაიზარდა.

სულ, საფრანგეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ამ დრომდე გამოვლენილია 373 911 კოვიდინფიცირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 30 910 კაცი.

უკანასკნელი 14 დღის (30 აგვისტო – 12 სექტემბერი) განმავლობაში საფრანგეთში 101381 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა. 100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19 -ით ინფიცირებულთა კუმულატიური რაოდენობით (155.2) საფრანგეთი ევროპაში მხოლოდ ესპანეთს ჩამორჩება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად