10:00 საათის მონაცემებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევანი 2 862-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მამუკა სამხარაძის განცხადებით, ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 6,67%-ია. მისი თქმით, ოლქში ამ დროის მონაცემებით, საჩივარი არ დაწერილა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ჭიათურაში 42 896 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...