1 ოქროს და 3 ბრინჯაოს შანსი კადეტ ძიუდოისტების ევროპის ჩემპიონატიდან

ბოსნია-ჰერცოგოვინის დედაქალაქ სარაევოში ძიუდოში კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.

დღემდე ბრძოლაში ჩაბმული საქართველოს ნაკრების წევრი 6 ვაჟიდან და 5 გოგონადან ერთადერთმა ლუკა კაპანაძემ (66კგ) შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება.

დღეს ტატამზე გამოსული 4 ვაჟიდან და ერთი გოგონადან სამი- გიორგი შერაზადიშვილი (81კგ), ილია სულამანიძე (90კგ) და საბა ინანეიშვილი(+90კგ) იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის და მისი შედეგის განმეორებას შეეცდება, ხოლო ერთი – ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) ფინალში გავიდა და იქ რუს მატვეი კანიკოვსკის შეეცილება ოქროს მედალს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად