1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი, ქართველი კარატისტების წარმატება პოლონეთში

2019 წლის 12-13 მაისს პოლონეთის ქალაქ სჟეშინში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი კარატეში, რომელშიც მსოფლიოდან 15 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.

ამ პრესტიჟულ შეჯიბრზე, რომელიც მსოფლიოს ერთიანი კარატეს ფედერაციის (WUKF) ორგანიზებით გაიმართა, ქართველმა კარატისტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა და წარმატებით იასპარეზეს:

ოქროს მედალი მოიპოვა ანდრია კარბაიამ 13-14 წლის ვაჟებს შორის ინდივიდუალურ კატაში, ხოლო  მზეჭაბუკ მახარაძემ კი ვერცხლის მედალი უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...