1 მლნ დოლარი მოგების შანსი ვაქცინირებულებს – ოჰაიოში ვაქცინირებულთა შორის კვირაში ერთხელ ლატარეა გათამაშდება

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახის წამახალისებელი პრიზებია დაწესებული

ბარებში ლუდის და ბეისბოლის თამაშებზე ბილეთების უფასოდ დარიგების და ვაქცინაციის ცენტრამდე ტაქსით უფასო მგზავრობის შეთავაზებაზე ბევრად უფრო მოხიბლავი წინადადებით მიმართა ჯერ კიდევ აუცრელ ზრდასრულ შტატის მაცხოვრებლებს ოჰაიოს შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა მაიკ დევაინმა.

მაიკ დევაინმა განაცხადა, რომ შტატის ყოველი ერთხელ მაინც ვაქცინირებული მოზრდილი ასაკის მცხოვრები შეძლებს მიიღოს მონაწილეობა ლატარეაში, რომელიც კვირაში ერთხელ, ხუთი კვირის განმავლობაში გაიმართება. ყოველკვირეულ გათამაშებაში გამარჯვებულისთვის დაწესებული პრიზი 1 მლნ დოლარია.

„ვიცი, ზოგიერთები იტყვიან: „დევაინ, შენ გიჟი ხარ! მილიონის გათამაშების შენი იდეა – ფულის ფუჭი ხარჯვაა”, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც ვაქცინა ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია, ნამდვილად ფუჭი დროის დაკარგვაა – ეს იგივე სიცოცხლის დაკარგვაა კოვიდ19-ისგან”, წერს ოჰაიოს გუბერნატორი ტვიტერზე.

12-და 17 წლამდე ასაკის მოზარდებს სხვა, ანალოგიურ პირობებიან ლატარეაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და გამარჯვების შემთხვევაში ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში მათი სწავლის საფასური სრულად ანაზღაურდება.

აღნიშნული ინიციატივებს შტატი ფედერალური ბიუჯეტიდან პანდემიის პირობებში ეკონომიკის სტიმულირებისთვის სახსრებიდან დააფინანსებს.

აშშ-ის დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, ოთხშაბათისთვის 117 მლნ ამერიკელი იყო სრულად ვაქცინირებული, ამერიკის მთელი მოსახლეობის მესამედზე მეტი.

ჯო ბაიდენის მიერ დასახული გეგმით, 4 ივლისისთვის მოზრდილ ამერიკელთა 70%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც უნდა ჰქონდეს მიღებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...