1 ხმაზე 50 დოლარის ექვივალენტი ჯედი- “გირჩი” ამომრჩევლების მოსყიდვას იწყებს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვას იწყებს, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ გადავწყვიტეთ საჯაროდ, მთაწმინდის ამომრჩევლებს შევთავაზოთ გარკვეული ანაზღაურება, ხმის სანაცვლოდ.”,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ანაზღაურება გირჩის ციფრული ვალუტით, ჯედით მოხდება, დაგროვილი ჯედების გამოყენება კი ორი მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

მიიღებს „გირჩის“ ციფრულ ვალუტას, 50 „ელექტრონულ ჯედს“, რომლის გამოყენებასაც ორი დანიშნულებით შეძლებს: „ჯედის“ მფლობელი მოქალაქე ხდება „გირჩის“ ორგანული ნაწილი და შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს „გირჩში“ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის 2020 წლის საარჩევნო სიის ფორმირებაში.

რაც შეეხება მეორე დანიშნულებას, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მოქალაქე აღნიშნული ვალუტის საშუალებით მონაწილეობას მიიღებს „გირჩის“ მიერ დაგეგმილ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში.

მისივე თქმით, ერთ საარჩევნო ხმაში მიღებული 50 “ელექტრონული ჯეტი” მომავალში მინიმუმ 5000 დოლარის ეკვივალენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...