1 იანვრიდან ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე ახალი კომპანიების გასვლა იგეგმება

მთავრობას ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის შესაბამისად ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზად აქვს. ამის შესახებ BM.GE-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან, სავარაუდოდ, 70-დან 100-მდე კომპანია ელექტროენერგიას დისტრიბუტორების გარეშე შეიძენენ.

როგორც რევაზ არველაძემ აღნიშნა, მოქმედი ტარიფი სადისტრიბუციო კომპანიებიდან ელექტროენერგიის გაზიარებას დაახლოებით, 70 მსხვილი კომპანიისთვის არ ითვალისწინებს, ამიტომ მისი თქმით, ცვლილება გარდაუვალია.

იმის შესახებ, თუ რამდენად მზად არიან კომპანიები, ელექტროენერგია საბითუმო ბაზარზე შეიძინონ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ რეგულირების არეალი 1 მაისიდან უნდა დაეტოვებინათ, შესაბამისად, ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შეძენისთვის მზად უნდა იყვნენ.

“1 იანვრიდან უნდა ველოდოთ, რომ დამატებით ახალი პირდაპირი მომხმარებლები გაჩნდებიან ბაზარზე. ბუნებრივია, ამ ადამიანებთან იქნება სამუშაო, რომ მათ კარგად განემარტოთ ის წესები და რეგულაციები, რომლებიც საბითუმო ბაზარზე მოქმედებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი უკვე იყო წარსულში პირდაპირი მომხმარებლები, მაგრამ მათ შემდგომ სტატუსი შეიცვალეს და გამანაწილებელ კომპანიებთან დაბრუნდნენ. ამის გათვალისწინებით განსაკუთრებულ სირთულეებს არ ველოდებით”, – განაცხადა მილორავამ.

მსგავსი სიახლეები

ჩიქოვანი: საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ლიდერი რეგიონში განახლებადი ენერგიის…

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმი…

GGU ქარის სადგურების მშენებლობისთვის ენერგოსისტემის მზაობას ელოდება

Georgia Global Utilities საქართველოში ჯამურად, 200 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების მშენებლობისთვის…

საქართველოში მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობა განიხილება

Georgia Capital-ის შვილობილი კომპანია აღმოსავლეთ საქართველოში მზის 2 ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს.

მიმდინარე კვირაში სემეკმა მოქალაქეებს 99 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მიმდინარე კვირაში 2 საჯარო…

ნეტო აღრიცხვის სქემით, ქსელში კიდევ ერთი მიკრო სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ჩაირთო

კომპანია Green Energy-მ, თბილისში ნეტო აღრიცხვის სქემით ქსელში 27 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ჩართო.

ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორი ნორვეგიული კომპანია გენერაციის სიმძლავრეებს…

2022 წლისათვის, ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორი ნორვეგიული კომპანია Smakraft, თავისი გენერაციის სიმძლავრეების…

ქუთაისში მზის პანელების წარმოება იწყება

ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ევროპაში და, საკუთრივ, საქართველოშიც…

რევაზ არველაძე: ჰიდრორესურსების ათვისება მოსახლეობის თხოვნით შეჩერებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არვალძე იმპორტირებული ელექტროენერგიის ზრდის მიზეზებს…

აბრამიშვილი: იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს…

საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, საქართველოს…

ვეფხვაძე: ენერგეტიკის სექტორში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ხდება

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კომენტარები
იტვირთება...