1 მარტიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა

სასწავლო პროცესის დაწყებას ბაღები მომზადებულნი შეხვდნენ. ყველგან დაცულია პანდემიის პირობების მოთხოვნები და რეკომენდაციები: პედაგოგები, აღმზრდელები და მომსახურე პერსონალი (ღია და დახურულ სივრცეში) ატარებენ პირბადეს. ბავშვებსა და თანამშრომლებს ყოველ დილით უტარდებათ თერმოსკრინინგი. შენობებში დამონტაჟებულია სადეზინფექციო სანიტაიზერებისთვის სპეციალური მოწყობილობა. კორონავირუსზე დატესტილია საბავშვო ბაღებში მომუშავე ყველა პირი.

დღეს სოფელ გვიშტიბის N5 და ქალაქ წყალტუბოს N2 საბავშვო ბაღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, და მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა დაათვალიერეს.
„მიხარია, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა, ბავშვისთვის ეს გარემო აუცილებელია , აქ ეჩვევიან თანატოლებთან და პედაგოგებთან ურთიერთობებს, იღებენ ბევრ საჭირო ინფორმაციებს და ემოციურად დადებითად იტვირთებიან პატარები. ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 24 საბავშვო ბაღია, სადაც 1600-ზე მეტი აღსაზრდელი სწავლობს. აღსანიშნავია, რომ სულ მალე, დანიის საბჭოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება ქალაქს. მშენებლობა თითქმის დასრულებულია,“ – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
მუნიციპალიტეტის მერს და მოადგილეს „წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მმართველმა გიორგი იობიძემ ბაღებში covid19 -ის წინააღმდეგ რეკომენდაციებით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურები გააცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...