1 დეკემბრიდან  ქალაქ მცხეთის აბონენტებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოემსახურება

2020 წლის 1 დეკემბრიდან კომპანიების – მცხეთის წყლისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გაერთიანების შედეგად ქალაქ მცხეთის აბონენტებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მოემსახურება.

 

 

ქალაქ მცხეთის მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გააგრძელებს. კომპანია მომხმარებლებს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებასა და ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს.

ქალაქ მცხეთის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცხელი ხაზისა (032)2931111 და ვებგვერდის  ონლაინ ჩათის საშუალებით (www.gwp.ge).  

პანდემიის პერიოდში სერვის ცენტრის ოპერატორები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურებიან. შემდეგ კი ქალაქ მცხეთის სერვის ცენტრი მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებსამ ეტაპზე განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე  www.gwp.ge

 

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად