1 732 კოვიდინფიცირებული 24 საათში – უკრაინაში ზედიზედ მეორე დღეა ანტირეკორდი ფიქსირდება

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში 1 732 ინფიცირებული გამოვლინდა, წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე 140-ით მეტი.

განვლილი 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 19 კაცი გარდაიცვალა, 3-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილია 2 011 და დაინფიცირებულია 87 872 კაცი.

უკრაინაში ივლისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 44 334-დან 69 884-მდე, 25 550-ით ანუ 58%-ით გაიზარდა, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 159-დან 1 693-მდე, 534-ით ანუ 46%-ით გაიზარდა.

უკრაინაში, ივლისში დღეში საშუალოდ 824 ინფიცირება და 17 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 14 დღის საშუალო კი 1 285 ინფიცირება და 23 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად