1,5 წლიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთმა ტურისტული ვიზების გაცემა დაიწყო

1,5 წლიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთმა ტურისტული ვიზების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობა ავრცელებს.

”უცხოელმა ტურისტებმა, ავიაკომპანიებმა, რომლებიც მათ ინდოეთში ჩაიყვანენ, ასევე აეროპორტის ყველა თანამშრომელმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული, COVID-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა პროტოკოლი და ნორმა უნდა დაიცვან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავდროულად, ყველა ტურისტმა, გადამზიდავმა, ისევე როგორც ყველა სხვა დაინტერესებულმა მხარემ, უნდა დაიცვას პროტოკოლები და დებულებები კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ დროდადრო მათ სამინისტრო აცნობებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველი 500 ათასი უცხოელი ტურისტი ვიზებს უფასოდ მიიღებს.

ცნობისვის, პანდემიის დაწყებამდე, ინდოეთს 2019 წელს 10,6 მილიონი ადამიანი ეწვია.

კომენტარები
იტვირთება...