1 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ ის დასაქმებულებიც, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდნენ

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დამსაქმებლებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც სახელმწიფოსგან 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი უნდა მიიღონ.

აიპრესის” შეკითხვაზე, მიიღებენ თუ არა ის დასაქმებული პირები 1 200-ლარიან კომპენსაციას, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო უხელფასო შვებულებაში გაუშვა დამსაქმებელმა და საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, კვლავ დააბრუნებენ სამსახურებში, ფინანსთა სამინისტროში განმარტეს რომ ყველა ის პირი, როლებიც ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო დასაქმებულმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა და კვლავ დაბრუნდა სამსახურში, 1 200-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

“ვისაც ეგონა, რომ კომპენსაციების გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახურის დაკარგვაზე, ეს მოვხსენით და ვთქვით, რომ ვისაც 2020 წლის პირველ ივნისამდე, თუნდაც იანვრის ჩათვლით, ვინც დაკარგა სამსახური, ეკუთვნის ეს 1 200-ლარიანი კომპენსაცია. დაგვიდასტუროს დამსაქმებელმა. ზუსტად გაუგებრობის მოსახსნელად მოხდა ცვლილებები, თუ ასეთი არსებობდა. უმეტესობამ ზუსტად გაიგო ცვლილებები” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად