1:1- ბათუმისა და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა

დაძაბული საფეხბურთო დაპირისპირება ბათუმისა და თბილისის დინამოს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შედეგად პირველ ადგილზე ბათუმის დინამო გავიდა, თუმცა ორივე გუნდს ამ ეტაპზე თანაბარი 62-62 ქულა აქვს.

ანგისის სპორტულ ბაზაზე თბილისისა და ბათუმის “დინამოელთა” დაპირისპირებას გულშემატკივართა უპრეცედენტო რაოდენობა ესწრებოდა. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით გადამწყვეტი მატჩი რუმინელ მსაჯთა ბრიგადამ განსჯა.

თბილისელებს დისკვალიფიკაციის გამო კლუბის გამორჩეული ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე აკლდა. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე სამჯერ შეხვდნენ , 2 გამარჯვება გია გეგუჩაძის გუნდმა მოიპოვა ,ხოლო ერთი მატჩი დედაქალაქელებმა მოიგეს.

საფეხბურთო ბაზაზე საზეიმო ცერემონიალის ფონზე ფეხბურთელების გამოჩენემდე აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც კლუბი მართვაში კომპანია “ლამინი გრუპს” გადაეცა, რომელის დირექტორიც არჩილ ბერიძეა. სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც დღეს გაფორმდა ბათუმის “დინამოში” კოპანია დაახლოებით 9 მილიონი ლარის ინვესტიციას განხორციელებს.

მატჩის დაწყებამდე, დიდი მაესტროს, გია ყანჩელოს ხსოვნის პატივსაცემად “ყვითელი ფოთლები” აჟღერდა..

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად