გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მე-7 ტურის შეხვედრები დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ" კიოლნში შეხვედრა კატასტროფულად ცუდად დაიწყო და უკვე მე-15 წუთისთვის 0:3-ს აგებდა. ასეთი დასაწყისის მიუხედავად ფეხბურთელებმა ხელი არ ჩაიქნიეს და ყველა ღონე იხმარეს თამაშის გამოსასწორებლად. მე-15 და 27-ე წუთებზე „კარლსრუემ" ორი გოლი გაქვითა, თუმცა ტაიმის კომპენსირებულ დროში „კიოლნმა" ისევ გაიტანა და მეორე ტაიმისთვის კომფორტული უპირატესობა მოიპოვა.   

მეორე ტაიმის პირველი წუთებიდანვე თამაში „კარლსრუეს უპირატესობით წარიმართა და  52-ე და 55-ე წუთებზე ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში აღმოჩნდა. სტუმრების თამაშის მოგებაც შეეძლოთ, თუმცა დემორალიზებული „კიოლნის" მეტი გოლი აღარ გავიდა და შეხვედრა ფრედ დამთავრდა.

ბუდუ ზივზივაძეს გოლი არ გაუტანია, თუმცა Flashscore-მ მას, „კარლსრუეს" ფეხბურთელთაგან, ჰეთ-ტრიკის ავტორ ვანიჩეკის შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება არგუნა.