BIAFF დღეს გაიხსნება და 3 ოქტომბრამდე გასტანს.


რიგით მე-19 ფესტივალი წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება კინომოყვარულების წინაშე და იქნება საპრემიერო ჩვენებები. კინოჩვენებები კინოთეატრ კავეა გრანდ მოლში და ევროპის მოედანზე (ღია ცისქვეშ) გაიმართება.


კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. 


საკონკურსო პროგრამასთან ერთად ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილია რამდენიმე არასაკონკურსო სექციაც: დიდოსტატთა კოლექცია, ფოკუსი - უკრაინა, ქართული პანორამა და ქართული კინოკლასიკა.