გურიის რეგიონში, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიგზავნა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაგზავნილი პროდუქტი გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.