ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან, მერიისა და საკრებულოს  წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

მამა მაკარმა (აბესაძე) აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სოხუმის დაცემის დღიდან 31 წელი გავიდა. 
აფხაზეთის ომმა 10  ათასზე მეტი სამხედრო ჯარისკაცი  და მშვიდობიანი მოქალაქის  სიცოცხლე შეიწირა,  300 ათასზე მეტი  კი   დევნილი გახდა.