გურიაში დღეს დილიდან აქტიურად გრძელდება ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა აბონენტებისთვის. სტიქიის დაწყების დროს გურიის მასშტაბით დაახლოებით 28-30% აბონენტების გათიშული, დღეს დილის მონაცემებით გათიშული აბონენტების რაოდენობა ჩამოსული იყო 18 %-ზე. სულ რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩართული აბონენტების რაოდენობამ კიდევ მოიმატა, მათ შორის ოზურგეთში, სადაც ყველაზე რთული მდგომარეობა იყო, - განაცხადა ენერგო - პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ავთო დვალიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„დაახლოებით ალბათ 10 000 აბონენტია დარჩენილი. ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ გურიაში პრობლემა მოგვარებულია, რა თქმა უნდა რჩება სოფლები, სადაც ამ დრომდე არ არის ელექტროენერგია, თუმცა როგორც გითხარით ჩართვები დაწყებულია და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ ჩაირთვება ყველა აბონენტი.
იმერეთს რაც შეეხება, აქაც საკმაოდ მოემატა ჩართული აბონენტების რაოდენობა. სულ რამდენიმე წუთის წინ დამიდასტურეს, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა ვანში იყო და ელექტროენერგია უკვე მიეწოდება ქალაქ ვანს და მიმდებარე სოფლებს. მხოლოდ მცირე ნაწილია სოფლების დარჩენილი, ასევე ზესტაფონში, სამტრედია თითქმის მთლიანად ჩართულია და ზესტაფონის სოფლების ნაწილს უკვე მიეწოდა ელექტროენერგია. არის ისეთი სოფლების, სადაც გადატეხილია ისეთი ელექტრო გადამცემი ხაზის ბოძები, რომლის წონაც 400 კილოგრამია. აქ რა თქმა უნდა სპეცტექნიკაა საჭირო, რომ შეიტანოს ახლი ელექტრო ბოძი და დაამონტაჟოს. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა ცოტა მეტხანს გაგრძელდება სამუშაოები.
ენერგო-პრო ჯორჯიასტექნიკური ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან არიან ჩასულები, ახლაც იქ არიან და ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად ისინი განაგრძობენ მუშაობას საგანგებო რეჟიმში. სამეგრელოშიც საკმაოდ მცირე რაოდენობა დარჩა გათიშული აბონენტების, დამიდასტურეს, რომ მაგალითად ზუგდიდის რაიონის სოფლების უმეტესობას უკვე მიეწოდა ელექტროენერგია დააძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი ასევე აბაშაში.
კომპანია ახლაც მზად იყო იმისთვის, რომ გამკლავებოდა მსგავს სტიქიებს და ყოველთვის მზად არის. კომპანია ყოველთვის ცდილობს მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შეძლებისდაგვარად იმოქმედოს. არის და იყო მიუვალი ადგილები სადაც ორი - სამი მეტრი თოვლია და მიუვალი ადგილებია, თუმცა კომპანიის ეკლექტიკოსები ზოგიერთ შემთხვევაში ფეხით მიდიან და ფეხით აკეთებენ საქმეს“, - აღნიშნა ავთო დვალიშვილმა.