დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ევროპის მხარეს „შეგვაგდო“, ბევრი რამ გააკეთა პოზიტიური, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, დიდი როლი ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში მოვიდა. მთლიანად გადააყირავა საქართველოს მთავრობა და ქცევები. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის მხარეს „შეგვაგდო“. ბევრი რამ გააკეთა პოზიტიური. შეიძლება ჩვენ არ ვართ ამას შეჩვეული, მაგრამ, სწორედ ამისთვის არის დემოკრატიული სისტემები, რომ საჭიროა ცვლილებები. დიდხანს არ უნდა იყო ხელისუფლებაში. მერე მოდის სხვა ტიპის სირთულეები. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მისი ადგილი და სავარძელი მუდმივია“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.