თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, 2 აგვისტოს, ჰამასის თეირანში მოკლული ლიდერის, ისმაილ ჰანიას დაკრძალვის კატარში გასამართი ცერემონიის პარალელურად, თურქეთში გლოვის დღე იქნება.

"პალესტინისა და პალესტინელი დებისა და ძმებისადმი სოლიდარობის ნიშნად, ხვალ (პარასკევს) ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდება". - დაწერა ერდოღანმა X-ზე.

აქამდე, ერდოღანმა ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაგმო და ამ აქტს "ვერაგული" უწოდა.

"ეს საზიზღარი ქმედებაა, რომლის მიზანიც პალესტინური საერთო საქმის, ღაზის დიდებული წინააღმდეგობრივი მოძრაობისა და ჩვენი პალესტინელი ძმების სამართლიანი ბრძოლის განადგურება, და პალესტინელების დემორალიზება და დაშინებაა". - დაწერა ერდოღანი X-ზე.