ამის შესახებ ჩეხური მედია იუწყება.

ჩეხეთის რკინიგზის ცნობით, ოლომოუცის მხარის პშეროვის რაიონის ქალაქ ლიპნიკთან, ელექტროსადენები მოიპარეს და ამჟამად მოძრაობა შეჩერებულია. მატარებლების მოძრაობა, სავარაუდოდ, 90 წუთამდე დროში აღდგება.

პოლიციის პრესსპიკერის თქმით, პოლიციამ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე მიიღო და ადგილზე სამი ეჭვმიტანილი დააკავა.

„ჩვენ ვაგრძელებთ საქმის გარემოებების გამოძიებას“, - განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა მარი შაფაროვამ.