ბერლინში მილიონი ხის დარგვას აპირებენ. როგორც გერმანული მედია წერს, გერმანიის დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა კანონი, რომელიც ბერლინის კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციას ისახავს მიზნად.
ეს კანონი 2040 წლამდე ბერლინში მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს.
კანონში ნათქვამია, რომ 15 წელიწადში გერმანიის დედაქალაქში ორჯერ მეტი ხე უნდა იყოს, ვიდრე დღესაა. ხეების დარგვისთვის დაგეგმილია 3,2 მილიარდი ევროს დახარჯვა. ამ თანხის უმეტესი წილი სპეციალური ფონდიდან იქნება გამოყოფილი, რომელიც ფედერალური ბიუჯეტიდან შეივსება.
როგორც „შპიგელი“ წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლინის საკრებულომ მიიღო კანონი, რომელიც პრაქტიკულად უცვლელად არის დაფუძნებული მოქალაქეთა მიერ მერიაში წარდგენილ ინიციატივაზე.
თარგმანი: პირველი არხი









