GE EN FR

დღის სიახლეები

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი ეძახო იმის გამო რომ შენს, წნეხის, ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით კატეგორიულად მიუღებელია

სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ყვებოდა. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. 

1713588328

მსოფლიო

ბიზნესი

„პიკი“ დასაწყისია!  - ახალი ენერგეტიკული სასმელი „ეფეს საქართველოსგან“

„ეფეს საქართველო“ ლუდისა და ლიმონათის შემდეგ, ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შედის და მომხმარებელს ახალ პროდუქტს „პიკს“ სთავაზობს.  ენერგეტიკული სასმელების კატეგორია მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება,  მათ შორის, მზარდია საქართველოს ბაზარიც. შესაბამისად, როგორც ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, „ეფეს საქართველომ“ გადაწყვიტა ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში შესვლა და მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ენერგეტიკული სასმელის შეთავაზება.

1713533201

ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

გაერთიანებული არაბთა საამიეროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობა. ასამბლეაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგიების გამოყენება, მდგრადი ბიოენერგიისა და ბიოსაწვავის განვითარებას და ა.შ. საქართველოს დელეგაციის ხელმძვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

1713532979

სპორტი

სხვა სიახლეები

ვახტანგ გომელაური: 2022-2023 წლებში, გენერალური ინსპექციის მიერ შსს-ს 44 თანამშრომლის მიმართ იქნა დისციპლინური სახდელი გამოყენებული

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა  მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  საკანონმდებლო ორგანოში,  ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1713588909

გიორგი გახარია: „ოცნებას" ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ

„ოცნებას" ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

1713552491

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

1713550470

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია იმართება

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, აქცია იმართება. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ბანერები მიიტანეს, რომელთა შორის გამოჩნდა ბანერი წარწერით: „თავისუფლება მიხეილ აღმაშენებელს“.

1713549751